იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 174 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 10 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს სულ 28 884 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსი 1 389 ადამიანს დაუდასტურდა. ეს ასევე მარტის პირველი კვირის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, 4 მაისიდან იტალია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს.
იტალიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის სულ 210 717 შემთხვევა. აქედან 81 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა.