იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის
იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის

იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის, – ამის შესახებ გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანზამ განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ჯერ კიდევ რთულია და იტალიელების მიერ პანდემიის გამო გაღებულმა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩავლენ ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

„ლა რეპუბლიკა“ ასევე წერს, რომ შესაძლოა, ადგილობრივმა პოლიციამ საზღვრების გარდა სასტუმროების შემოწმებაც დაიწყოს.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის გათვალისწინება სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

იტალია ევროკავშირში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს.

მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის.

დატოვე კომენტარი