ისტორიული მატჩი პირველ არხზე - ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ ჰანოვერის „ვასპოს“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული მატჩი პირველ არხზე - ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ ჰანოვერის „ვასპოს“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ ჰანოვერის „ვასპო 98“-ს ხვდება. მატჩი დღეს, 21 აპრილს 16 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავთ.

ეს ქართული წყალბურთისთვის ისტორიული მატჩია. მოგების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ პირველად ისტორიაში პლეიოფის საგზურს მოიპოვებს. ქართველებს ორი მოგება აქვთ და ექვსგუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან. ჰანოვერელებსაც ორი მოგება აქვთ – ერთი სწორედ „დინამოსთან“ და სწორედ ამიტომ იკავებენ ცხრილში მეოთხე ადგილს. პლეიოფში კი სწორედ კვარტეტი გადის.

უნგრეთში „ბაბლის“ დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი ჰანოვერში უნდა გამართულიყო, შესაბამისად, „ვასპო 98“-ს იქ თამაში გარანტირებული ჰქონდა. თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰანოვერელებმა ფინალური ეტაპის მასპინძლობაზე უარი თქვეს და თბილისის „დინამოსაც“ ისტორიული შანსი გაუჩნდა. თუ აქამდე ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის მოხვედრა სჭირდებოდა, ახლა ოთხეულში შესვლაც საკმარისია ფინალური რვაეულის საგზურის მოსაპოვებლად.

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დიდხანს ეძებდა რვა ფინალისტისთვის მასპინძელს. სურვილი სერბეთის ახალმა გუნდმა „ნოვი ბეოგრადმა“ გამოთქვა. ბოლო დღეებში გაფორმებული ხელშეკრულებით, „ახალმა ბელგრადმა“ მომავალი ორი წლის (2022-2023) ჩემპიონთა ლიგის „ველური ბარათი“ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგრადელებს, როგორც მასპინძლებს, ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში ზედიზედ ორჯერ თამაში გარანტირებული აქვთ. საინტერესოა ისიც, რომ ბელგრადულ გუნდში საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა შუშიაშვილი თამაშობს.

„დინამოსა“ და „ვასპოს“ შორის პირველი მატჩი გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა – 10:3. განმეორებითში მოგების შემთხვევაში, ქართველები მეტოქეს ერთი მოგებით გაასწრებენ, ხოლო ბოლო ტურში ორივე გუნდი ფავორიტს ხვდება და თითქმის წარმოუდგენელია, „ბაბლის“ ბოლო დღეს სატურნირო ცხრილში რაიმე შეიცვალოს.

თბილისის „დინამო“

ირაკლი რაზმაძე (მეკ), ნიკოლოზ შუბლაძე (მეკ), ვალიკო დადვანი, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, გურამ კუჭუაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, საბა ტყეშელაშვილი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვაშიჩი, ბორის ვაპენსკი, გიორგი გვეტაძე.

მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი

 

ჰანოვერის „ვასპო-98“

მორტც შნეკელი (მეკ), ანტე კორუშიჩი, მარკო მაჩანი, ჯულიან რეალი, დარკო ბრგულიანი, ალექსანდარ რადოვიჩი, მაქსიმილიან-სტეფან ფრორეიხი, პეტარ მუსლიმი, ივან ნაგაევი, ტობიას პრეუსი, იან როტერმუნდი, მატია ბრგულიანი, ფილიპ კუბიში, ფინ შუტცე, ნიკლას შიპერი, იომ ვინკელჰორსტი, ფელიქს ბენკე (მეკ), კევინ გოტცი (მეკ).

მწვრთნელი: კარსტენ სეჰაფერი

 

მომდევნო მატჩები

21 აპრილი

„დინამო“-„ვასპო-98“

ორტიჯია“-„შპანდაუ-04“

ბრეშა“-„იადრანი

„ოლიმპიაკოსი“-„მარსელი“

ბარსელონეტა“-„ტელეკომი“

იუგი“-პრო რეკო.

22 აპრილი

ბარსელონეტა“-„იადრანი

„ტელეკომი“-„დინამო“

„ვასპო-98“-„ბრეშა“.

დატოვე კომენტარი