წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამოს“ ეფექტური გამარჯვება მონტენეგროს „იადრანთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამოს“ ეფექტური გამარჯვება მონტენეგროს „იადრანთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა უნგრეთში მიმდინარე „ბაბლში“ მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხეს – 13:10.

დინამოელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარეს. საწყისი მეოთხედი 4:3 მოიგეს, მეორე – 2:1, ხოლო მესამეში ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს და გადამწყვეტი რაუნდის წინ 10:6 დაწინაურდნენ.

წყალბურთში ოთხბურთიანი სხვაობა დიდი ფორაა, რომლის შენარჩუნებაც თბილისელებს არ გასჭირვებიათ.

„დინამოდან“ გოლები გაიტანეს: დადვანმა (1), იმნაიშვილმა (2), ბითაძემ (2), ელაჩამ (2), მაგრაქველიძემ (2), ვაშიჩმა (2), ვაპენსკიმ (2).