ისრაელში სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ დუბაიდან თელ ავივის მიმართულებით მიმავალ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო

14:37, 30.09.2026

ისრაელში სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ დუბაიდან თელ ავივის მიმართულებით მიმავალ „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარი საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

საუდის არაბეთში თვითმფრინავი მას შემდეგ დაეშვა, რაც პილოტთა კაბინაში მწვავე დაპირისპირება მოხდა.

როგორც „მე-12 არხი“ იუწყება, ისრაელში ამჟამად აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით აქტიური განხილვები მიმდინარეობს.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელისუფლება ადგილზე იძიებს საქმეს ომანელი მეორე პილოტის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება საამიროების კაპიტნისთვის ცივი იარაღით ჭრილობის მიყენება და თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა.

ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ ისრაელის, საუდის არაბეთისა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებს.

მსგავსი