პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა

11:31, 30.09.2026

პილოტებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა.

მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა მაღალი რანგის ოფიცრებთან ერთად ინციდენტთან დაკავშირებით ვითარება შეაფასა; შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი ომერ ტიშლერი, ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი იციკ კოენი და დაზვერვის სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი შლომი ბინდერი. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

მსგავსი