ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების აქციები პარალელურად მიმდინარეობს
ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების აქციები პარალელურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სასამართლო რეფორმის ათიათასობით მხარდამჭერი თელ ავივში მართავს საპროტესტო აქციას და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამიმ ნეთანიაჰუს, ზეწოლის მიუხედავად, კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს.
სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია იმართება ქნესეთის მიმდებარედ. ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ აქციაში 200 000 ადამიანი მონაწილეობს.
სასამართლო რეფორმის მომხრე დემონსტრანტებმა გადაკეტეს თელ ავივის გზატკეცილი.
პოლიციის ცნობით, აქციის დროს ერთი ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, ისრაელის პარლამენტში სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტის საბოლოო განხილვა დაიწყო. კანონპროექტი მთავრობისა და მინისტრების გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლს შეზღუდავს. კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრა, წინასწარი ინფორმაციით, 24 ივლისს, შუადღისთვის დაიწყება. კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, მეორე მოსმენისთანავე მოხდება.