ისრაელში პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მოქმედებები გააპროტესტეს

07:55, 12.07.2020

ისრაელში, თელ-ავივში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის რეაგირება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ აქციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, პოლიციას შესაბამისი მონაცემები არ გაუვრცელებია.

მარტში დაწესებული მკაცრი კარანტინის შემდეგ, ისრაელში უმუშევრობა 21 პროცენტით გაიზარდა. ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ზომები ისევ გამკაცრდა.

ისრაელში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 37 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით 354 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი