ისრაელში კორონავირუსის 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში კორონავირუსის 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი, სამით გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, მათგან 49 მართვით სუნთქვაზეა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 37 464 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 354 ადამიანი.