ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 977 შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 977 შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 1 977 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისრაელში კორონავირუსული ინფექცია დღემდე 54 663 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 22 920 უკვე გამოჯანმრთელდა. ბოლო ერთ დღეში ისრაელში „კოვიდ-19“-ს სამი ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 430-ს აღწევს.

ისრაელის მედია წერს, რომ ქნესეთის კორონავირუსის კომიტეტმა რესტორნების დახურვას მხარი არ დაუჭირა, რასაც მთავრობა ითხოვდა.

დატოვე კომენტარი