ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 1 300 საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა
ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე 1 300 საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელი უახლოეს მომავალში კიდევ 3 000 სახლის მშენებლობას გეგმავს.

ისრაელის ამ ქმედების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ამბობენ, რომ ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ზიანი მიაყენოს.