ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში 36-ე დივიზიამ ღაზის სანაპირომდე მიაღწია, ხოლო ღაზის ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაზე ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში 36-ე დივიზიამ ღაზის სანაპირომდე მიაღწია, ხოლო ღაზის ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაზე ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სალაჰ ა-დინის მთავარ, ჩრდილოეთ-სამხრეთის  გზაზე ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრებ პალესტინელებს სამხრეთით გაადგილების საშუალებას მისცემს.

„დღეს ჩვენ გავხსენით სალაჰ ა-დინის გზა, როგორც ჰუმანიტარული დერეფანი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების 36-ე დივიზიამ სახმელეთო ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ღაზის სანაპირომდე მიაღწია.

„დივიზიას ევალება ქალაქ ღაზის გარშემორტყმა, შეტევა და განადგურება შერჩეული სამიზნეების, მნიშვნელოვანი აქტივების ჩათვლით, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შტაბბინის განადგურება“, – ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

36-ე დივიზიამ, რომელიც შედგება ქვეითი ძალებისგან, ტანკებისგან, არტილერიისა და საბრძოლო ინჟინრებისგან, გასულ 24 საათში შეტევა განახორციელა „ჰამასის“ დაახლოებით 50 სამიზნეზე, მათ შორის, საბრძოლო ზონებზე, ოპერატიულ რეზიდენციებზე, სამხედრო პოზიციებსა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე.