ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მათი ხუთი დივიზია მოქმედებს
ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ხუთი დივიზია მოქმედებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
„ჩვენ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ოპერაციის მიმდინარეობისას ჩვენ გავზრდით და გავაფართოებთ ჩვენს ოპერატიულ კონტროლს ღაზის სექტორში“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.
დეფრინი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაითვალისწინეს ღაზაში სამხედრო ოპერაციებიდან მიღებული გამოცდილება.
„წინა პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ ახლა ვკონცენტრირდებით შეტევით ძალისხმევაზე ღაზის სექტორში და ვახორციელებთ შეტევას „ჰამასის“ დამარცხებამდე იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენ ვიმოქმედებთ“, – აცხადებს ეფი დეფრინი.