ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ რაფაჰზე თავდასხმას
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ რაფაჰზე თავდასხმას

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი აგრძელებენ რაფაჰზე თავდასხმას.

მათივე ცნობით, ისრაელელი სამხედროები მიზანმიმართულ თავდასხმებს რაფაჰის აღმოსავლეთით ახორციელებენ.

ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რაფაჰზე თავდასხმა, რათა ზეწოლა მოახდინონ „ჰამასზე“.

„„ჰამასის“ უახლესი შემოთავაზება ზავის შესახებ შორს არის ისრაელის მოთხოვნებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.