ისრაელის მედიის ცნობით, ომის კაბინეტს ღაზის მმართველობის საკითხი უნდა განეხილა, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკითხი დაბლოკა
ისრაელის მედიის ცნობით, ომის კაბინეტს ღაზის მმართველობის საკითხი უნდა განეხილა, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკითხი დაბლოკა

ისრაელის ომის კაბინეტს ომის დასრულების შემდეგ ღაზის მმართველობის საკითხი უნდა განეხილა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს საკითხი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც The Times of Israel-ი წერს, ისრაელზე ზეწოლა სულ უფრო და უფრო იზრდება როგორც გარედან, ასევე შიდა პოლიტიკური წრეებიდან, რათა ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ ალტერნატიული მმართველობა შექმნან.

მედიის ცნობით, შეხვედრისას ღაზაში ომის შემდგომი სიტუაციის განხილვის საკითხი ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა წამოაყენა, რაზეც ნეთანიაჰუს პასუხი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ამ თემის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.

ომის კაბინეტის წევრებმა ასევე ისაუბრეს მძევლების გათავისუფლების საკითხზეც. როგორც მედია წერს, ისინი ცდილობენ, სხვადასხვა გზა მოძებნონ, რათა შედგეს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ.