ისრაელი „ისლამურ ჯიჰადთან“ ზავს ადასტურებს, თუმცა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება
ისრაელი „ისლამურ ჯიჰადთან“ ზავს ადასტურებს, თუმცა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება

ისრაელი ღაზას სექტორში მოქმედ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადთან“ ზავს ადასტურებს, თუმცა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის სახალხო დიპლომატიის დირექტორატის ხელმძღვანელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალები „ძალისმიერად“ იმოქმედებს.

ისრაელის მთავრობა მადლობას უხდის ეგვიპტეს ოთხდღიანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვევა, ისრაელი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ძალისმიერად. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ მხარეს, ხელი შეუშალოს ისრაელის მცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.