ისევ 2:2 საბერძნეთთან - 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
ისევ 2:2 საბერძნეთთან - 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევისთვის ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ დღეს მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევე როოგრც ორი დღის წინ რუსთავში გამართული შეხვედრა, დღესაც მატჩი 2:2 დაასრულა.

მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში, ანგარიში 33-ე წუთზე გივი ხაჩიძემ პენალტით.

 

ბერძნები კონსტანტინოს გუმასის და დიმიტრიოს კალოსკამისის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ 95-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ზუსტად შესრულებული ეფექტური საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 


საქართველო U17 – საბერძნეთი U17 2:2


გოლები: 1:0 გივი ხაჩიძე (33), 1:1 კონსტანტინოს გუმასი (53. დიმიტრიოს კალოსკამისის პასით), 1:2 დიმიტრიოს კალოსკამისი (76. კონსტანტინოს გუმასის პასით), 2:2 გიორგი ტაბატაძე (90+5)

საქართველოს U17: სოსო კოპალიანი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ციხელაშვილი, თენგიზ გობეშია, გაბრიელ სიგუა, გივი ხაჩიძე, გიორგი რობაქიძე, გიორგი ფარცვანია, ნიკოლოზ ცეცხლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გიორგი ტაბატაძე, ამინ კარაევი, გიორგი მაღრაძე, ლუკა პარკაძე, ალეკო ბასილაძე, გიორგი პარკინაშვილი

მთავარი არბიტრი: ალეკო აფციაური


შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპის მატჩებს – 22, 25 და 28 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს.

 

ფოტო/ვიდეო: GFF