შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ჩხუბის მონაწილე გახდა. UFC-ის მებრძოლი უცნობ მამაკაცს გაუსწორდა. ამის შესახებ რამდენიმე ირლანდიურმა გაზეთმა დაწერა სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით.
„მე ყოველთვის პატივს ვცემდი მის ერთგულებას საკუთარი ხალხის მიმართ, დღევანდელ საღამომდე. ის მოვიდა “თავისიანებთან” და სრულიად უდანაშაულო ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა. დიდი იმედი მაქვს, არასწორად გავიგე სიტუაცია”, – დაწერა სოციალური ქსელების ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
იგივე ინფორმაცია დაადასტურა ინციდენტის სხვა თვითმხილველმა.
„დღევანდელი ღამის შემდეგ, დავკარგე ყოველგვარი პატივისცემა კონორ მაკგრეგორის მიმართ. ვსვამდი ბარში, როცა მოვიდა მაკგრეგორი და ვიღაც საცოდავს თავი წააცალა“, – განაცხადა თვითმხილველმა.