ირლანდიაში მსაჯის ცემისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს
ირლანდიაში მსაჯის ცემისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს

ირლანდიურმა პოლიციამ, საფეხბურთო მსაჯზე თავდასხმისთვის ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. დენიელ სვინი ირლანდიის სამოყვარულო ლიგის გუნდების მატჩის შემდეგ ცემეს. მან თავის მძიმე ტრამვა მიიღო.

როგორც ВВС იტყობინება,პოლიციამ დამნაშავეების ვინაობა დაადგინა და ისინი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, ორი ოცი წლისაა და ერთიც ორმოცს გადაცილებული.