ირანი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ირანის მთავრობის ინფორმაციით, კიბერიერიშის ავტორებმა 200 000 კომპიუტერი დააზიანეს. თავდასხმის შემდეგ, ეკრანზე აშშ-ის დროშა და წარწერა „არ ჩაერიოთ ჩვენს არჩევნებში“ გაჩნდა.
კიბერ შეტევის დროს ათასობით მომხმარებელი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ვირუსმა დააზიანა ათასობით მოდემი.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მათთვის უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმა. როგორც ირანის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა თქვა, აღნიშნულმა შეტევამ ირანის გარდა, დააზარალა ამერიკელი, ჩინელი და ევროპელი მომხმარებლების ნაწილიც.
ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰაკერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვა ვერ შეძლეს.