ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მაიკ პომპეო ამპარტავანი ჯამბაზია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მაიკ პომპეო ამპარტავანი ჯამბაზია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს „ამპარტავანი ჯამბაზი“ უწოდა. ეს განცხადება ზარიფმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პომპეომ განაცხადა, რომ „ერაყელები ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას ზეიმობდნენ“.

„ამპარტავანმა ჯამბაზმა, რომელიც საკუთარ თავს დიპლომატად ასაღებს განაცხადა, რომ ერაყში ხალხი ცეკვავს. დღეს ასობით ათასმა ერაყელმა ძმამ და დამ მას პასუხი გასცა. დასავლეთ აზიაში აშშ-ის მტრული ყოფნის დასასრული მოვიდა“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე.