ირანი აშშ-ს მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს

14:26, 09.07.2026

ირანი აშშ-ს მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტრო მოუწოდებს აშშ-ს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტისკენ, ასევე აღნიშნეს, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებდა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

ირანმა ცრუ ბრალდება უწოდა აშშ-ის განცხადებას, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე იერიში მიიტანა. ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, სადაც ის ირანის ლიდერებს ნაძირლებად მოიხსენიებს.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რადგან დაბომბა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ორი სარკინიგზო ხიდი.

აშშ-ში კი განაცხადეს, რომ ირანმა თავად დაარღვია შეთანხმების პირობები, როდესაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს დაარტყა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღევანდელი იერიში არის პასუხი ირანის მიერ გემებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, ყველაფერი ბევრად გაუარესდება“.

მსგავსი