დონალდ ტრამპი – დღევანდელი იერიში არის პასუხი ირანის მიერ გემებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, ყველაფერი ბევრად გაუარესდება
ეს იერიში არის პასუხი ირანის მიერ გუშინ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, ყველაფერი ბევრად უფრო გაუარესდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულ პოსტს ტრამპი ურთავს ფოტოსურათს, რომელშიც, მისივე ცნობით, ირანის სამხრეთით მდებარე ჩაბაჰარში განხორციელებული თავდასხმაა ასახული.
ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ამ დარტყმების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით ვერ შეძლო.
აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებით, იერიშების მიზანი ირანის შესაძლებლობების შეზღუდვაა, რათა მან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობას საფრთხე ვეღარ შეუქმნას.