აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა

01:09, 09.07.2026

აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა, – ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით წერს.

როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, იერიშები აშშ-ის პრეზიდენტის მითითებით განხორციელდა და მათი მიზანი ირანის შესაძლებლობების შეზღუდვაა, რათა მან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობას საფრთხე ვეღარ შეუქმნას.

„მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანზე დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მისი შესაძლებლობები, საფრთხე შეუქმნან ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებას. აშშ ირანს პასუხისმგებლობას აკისრებს კომერციული გემებისა და მათი სამოქალაქო ეკიპაჟების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებული გაუმართლებელი აგრესიის გამო, რომლებიც ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტზე თავისუფლად გადაადგილდებიან“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამასთან, როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, აშშ-ის მიერ ირანზე მორიგი საჰაერო დარტყმების შესახებ განცხადების შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ ჩაბაჰარში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეწყდა.

„სიენენი“ წერს, რომ ჩაბაჰარსა და ახლომდებარე სანაპირო ქალაქ კონარაკში დაახლოებით ათი აფეთქების ხმა გაისმა.

მსგავსი