ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა #1TVSPORT
ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა #1TVSPORT

ირანელმა ქალმა მოჭადრაკემ, სარა ხადემმა პროტესტის ნიშნად ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სპორტული მედიების ცნობით, ირანში ანტისამთავრობო პროტესტის დაწყების შემდეგ არაერთმა ირანელმა ქალმა სპორტსმენმა იასპარეზა სხვადასხვა ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე.

ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალი – მაჰსა ამინი გარდაიცვალა.