ირაკლი შოთაძე - ახალ საგამოძიებო დანაყოფს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ექნება
ირაკლი შოთაძე - ახალ საგამოძიებო დანაყოფს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ექნება

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ახალ დამოუკიდებელ საგამოძიებო დანაყოფს მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა ექნება. შოთაძე ასევე მიესალმება იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამატებითი რესურსებისთვის სახელმწიფომ დამატებითი სახსრები გამოყო.

“ჩვენ და მე პირად მე, თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერდით მსგავსი საგამოძიებო დანაყოფის შექმნას. კანონპროექტი კარგია, ჩვენი შენიშვნები გაზიარებულია.
ამ საგამოძიებო დანაყოფს ექნება მაღალი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და სპეციალიზაცია. ახალი დანაყოფი მოითხოვს დამატებით რესურსებს და მივესალმებით,რომ სახელმწიფომ დამატებით სახსრებს გამოყოფს ამ მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა იქნება ეფექტური”, –  განაცხადა შოთაძემ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება, რომელსაც თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.