ირაკლი სესიაშვილი - ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს კუთვნილება და გამოწვევების დროს ქართველი მეცნიერებისთვის უნიკალური ინსტრუმენტი
ირაკლი სესიაშვილი - ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს კუთვნილება და გამოწვევების დროს ქართველი მეცნიერებისთვის უნიკალური ინსტრუმენტი

ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილი აურზაური არის კრემლის პროპაგანდის ნაწილი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის იმიჯის დასაზიანებლად,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრემლი ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს.

ირაკლი სესიაშვილი კრემლის განცხადებებს მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირებს.

„ეს არის უნიკალური ლაბორატორია, საქართველოს კუთვნილება და ქართველი მეცნიერებისთვის გარკვეული გამოწვევების დროს უნიკალური ინსტრუმენტი”, განაცხადა მან.

სესიაშვილის თქმით, ის თავისი ოჯახით ლუგარის ლაბორატორიიდან 600 მეტრში ცხოვრობს და იცის, რომ უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.