ირაკლი კობახიძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს პროგრესს, რომელიც საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე აქვს
ირაკლი კობახიძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს პროგრესს, რომელიც საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს იმ პროგრესს აფასებს, რასაც ქვეყანა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე განიცდის.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ქართული მხარე ნატო-სთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან.

„შარშან საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა, სადაც ქვეყნის მხარდამჭერ გზავნილებს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა. ნატო საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მხარს მყარად უჭერს“, – განაცხადა კობახიძემ.

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიიღეს ანგარიში „შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაძლიერება“.  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას ინფორმაციით, ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა საქართველოში გატარებული რეფორმები.  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა კი მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ“, რომელშიც ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე გამკლავებისა და მათ შორის საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი რეზოლუციაში „ნატო-ს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით“.