ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს შეკავების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს შეკავების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი რეზოლუციაში „ნატო-ს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე​მ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„რეზოლუციის პროექტში, ხაზგასმულია რა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასევე მოუწოდებს ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს, მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატო-ს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს მუდმივად მხარს უმაგრებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს.