ირაკლი კობახიძე – მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს ან სახალხო დამცველმა ახალი კანდიდატურა წარადგინოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ან ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობა გვქონდა. ეს ყველაფერი ოფიციალური განცხადების შემოსვლაზე იქნება დამოკიდებული. სხვადასხვა პროცედურებია გათვალისწინებული. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ და ამის საფუძველზე ან ახალი კონკურსის გამოცხადება დაგვჭირდება, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარმოადგინოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.