იორდანიის მეფემ ნახევარძმა პრინც ჰამზასთან უთანხმოების მოგვარება ბიძას, პრინც ჰასან ბენ ტალალს დაავალა
იორდანიის მეფემ ნახევარძმა პრინც ჰამზასთან უთანხმოების მოგვარება ბიძას, პრინც ჰასან ბენ ტალალს დაავალა

იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ნახევარძმა პრინც ჰამზასთან არსებული უთანხმოების მოგვარება ბიძას, პრინც ჰასან ბენ ტალალს დაავალა.

როგორც „როიტერი“ სააგენტო „პეტრაზე“ დაყრდნობით წერს, იორდანიის მონარქს კონფლიქტის გადაწყვეტა ჰაშემიტური ოჯახის ტრადიციების შესაბამისად სურს.

სამეფო კანცელარიის ცნობით, პრინცი ჰამზა წინადადებას დათანხმდა და ჰაშემიტების სახლის მიმართ თავისი ერთგულება გამოხატა.

4 აპრილს სამეფოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან ჰუსეინ აბდულა ალ-საფადიმ განაცხადა, რომ იორდანიის სპეცსამსახურებს აქვთ საიმედო ინფორმაცია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით გარე მხარეების მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, პრინც ჰამზასა და ხელისუფლების მიერ დაკავებულ რიგ სხვა პირებს „დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ აქტიური კონტაქტი უცხოურ მხარეებთან“.