იორდანიაში  მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბია
იორდანიაში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბია

იორდანიის დედაქალაქში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბია.

არეულობის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ოთხი სამართალდამცველია. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავა.

საპროტესტო გამოსვლები ამანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში სპონტანურად მას შემდეგ იმართება, რაც პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა. იორდანიის ეკონომიკის დაბალი ტემპით ზრდა ბიუჯეტში შემოსავლებს ამცირებს, რის გამოც ქვეყანა იძულებული ხდება, საგარეო ვალი აიღოს. დღეისათვის კი ეს თანხა უკვე 40 მილიარდს აღწევს.

აქციაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირებისგან ცდილობს, იმ დროს, როდესაც მდიდრების მიმართ უფრო ლოიალურია.