გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი აცხადებს, რომ ლეროი სანე სერიოზულ ტრავმას ბეწვზე გადაურჩა.
გუშინ, 20 მარტს, ბუნდესნაკრები სერბეთს ეწვია და ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან ახანაგიური შეხვედრა განართა. მატჩის 93-ე წუთზე, სერბმა მილან პავკოვმა სანეს წინააღდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო, გერმანელი კი მოედნიდან კოჭლობით გავიდა.
„საშინელი უხეშობა იყო“, – განაცხადა ლიოვმა მატჩის შემდეგ, – ამჟამად სანეს გაუმართლა და სერიოზული არაფერია, მაგრამ ასეთ რამეს შესაძლოა ფეხის მოტეხვა მოჰყვეს“.
რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, ანგარიში მე-12 წუთზე სერბებმა გახსნეს, როდესაც ლუკა იოვიჩის თავურმა მიაღწია მიზანს, თუმცა გერმანელებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს. ეს ლეონ გორეცკამ გააკეთა და მატჩი 1-1 დასრულდა.