ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა - ნაგელსმანი ფეხბურთელს მარტის მატჩებში გამოიძახებს #1TVSPORT
ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა - ნაგელსმანი ფეხბურთელს მარტის მატჩებში გამოიძახებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი კროოსს მარტის სანაკრებო მატჩებში (23 მარტს საფრანგეთთან, 26 მარტს ნიდერლანდებთან) გამოიძახებს.

„მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში, იმიტომ, რომ მწვრთნელმა მთხოვა და მიმაჩნია, რომ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში ტარდება, გერმანიის ნაკრებს განსაკუთრებული შედეგის მიღწევა შეუძლია“.

ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010-2021 წლებში თამაშობდა – 106 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

შეგახსნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.