იულიან ნაგელსმანი - ტონი კროოსმა საფრანგეთის ნაკრებთან საოცრად ითამაშა #1TVSPORT
იულიან ნაგელსმანი - ტონი კროოსმა საფრანგეთის ნაკრებთან საოცრად ითამაშა #1TVSPORT

ლიონში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 0:2 დამარცხდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების კარში გოლების გატანა ფლორიან ვირცმა და კაი ჰავერცმა მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებში სამი წლის შემდეგ პირველად ითამაშა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა. მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საგოლე გადაცემა შეასრულა და მოედანი 90-ე წუთზე დატოვა.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერია და კროოსმა საფრანგეთთან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ტონი კროოსმა საოცრად ითამაშა. ვიცით, რამდენად კარგია ის, როცა ბურთითაა, თუმცა ორთაბრძოლებშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ტონი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, რომელმაც ნაკრების წევრებთან კომუნიკაცია ადვილად დაამყარა“, – განაცხადა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ის მასპინძელია. „ბუნდესნაკრები“ კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს შოტლანდიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან ჩაატარებს.