„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეხვედრა გამართა მილანური კლუბის ხელმძღვანელობასთან. მხარეები იტალიელი სპეციალისტის მომავალს განიხილავდნენ.
მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონტე მომავალ სეზონშიც გააგრძელებს მუშაობას „ინტერში“.
„კლუბსა და ანტონიო კონტეს შორის შეხვედრა კონსტრუქციული იყო. მხარეებს საერთო ხედვა გააჩნიათ განვითარების სტრატეგიაზე. ჩადებული იქნა საფუძვლები პროექტის ერთობლივად გაგრძელებისთვის“, – წერია განცხადებაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ კონტე განიხილავდა „ინტერიდან“ წასვლას ხელმძღვანელობასთან კრიზისული ურთიერთობის გამო. სეზონის დასრულების შემდეგ, ანტონიომ გააკრიტიკა „ინტერის“ ბოსები იმაში, ისინი არასაკმარისად იცავდნენ კრიტიკისგან გუნდსა და ფეხბურთელებს.
2019-20 წლების სეზონში „ინტერმა“ სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა, ევროპის ლიგაზე კი ფინალამდე მიაღწია და იქ “სევილიასთან” წააგო.