ინტერნეტში ოქროს ბურთის გამოკითხვის შედეგები მოხვდა - ჯილდო მოდრიჩმა მოიპოვა
„ოქრო ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე ფრანგული ჟურნალის, „ფრანს ფუტბოლის“ (France Football) პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა ცნობილი.
გამოკითხვის შედეგები ინტერნეტში გავრცელდა და გაირკვა, რომ 2018 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელია მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი. მან 753 ქულა დააგროვა. პირველ სამეულში შევიდნენ: კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“, პორტუგალია) – 476 ქულა და ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი) – 414.]