„ინტერმა“ ორი უპასუხო გოლით „მილანს“ მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის პირველი მატჩი. მილანურ დერბიში ნომინალური მასპინძელი „მილანი“ 0:2 დამარცხდა „ინტერთან“.
ორივე გოლი მატჩის დებიუტში გავიდა. მე-8 და მე-11 წუთებზე ედინ ჯეკომ და ჰენრიხ მხითარიანმა გამოიჩინეს თავი.
„ინტერმა“ 18 დარტყმა შეასრულა მატჩში და აქედან ხუთი იყო ზუსტი. „მილანმა“ ერთადერთი ზუსტი დარტყმა შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეასრულა.
„ინტერისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეექვსე მოგება ოფიციალურ მატჩებში ბურთების შეფარდებით – 17:1. „მილანმა“ შეწყვიტა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.
განმეორებითი მატჩი 16 მაისს გაიმართება.