იტალიის ჩემპიონმა მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგის დანიშვნის შესახებ.
როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, 45 წლის სპეცილისტთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
„ინტერმა“ ამ სეზონში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მოიგო იტალიის ჩემპიონატი.
სიმონე ინძაგის წინა სამუშაო ადგილი რომის „ლაციო“ იყო.