მილანის „ინტერმა“ გადაწყვიტა, არ გააფორმოს ახალი კონტრაქტი მცველ დენზელ დუმფრიზთან და ის ტრანსფერზე დააყენოს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Football Italia.
წყაროს ცნობით, „ინტერი“ ნიდერლანდელის გაყიდვას ზაფხულში გეგმავს, რათა 2025 წელს ის უფასოდ არ დაკარგოს, როცა მხარეებს შორის კონტრაქტს ვადა გაუვა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 27 წლის დუმფრიზის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“.
ნიდერლანდელი 2021 წელს გადავიდა „ინტერში“ „ეინდჰოვენიდან“. ამ სეზონში მცველმა 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.