ინიესტამ იაპონიაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ინიესტამ იაპონიაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პირველი გოლი გაიტანა იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“.

34 წლის ფეხბურთელმა ზუსტი დარტყმა იაპონიის ჩემპიონატში „ჯუბილო ივატასთან“ მატჩის მე-15 წუთზე შეასრულა. ინიესტას საგოლე პასი გერმანელმა ვეტერანმა ლუკას პოდოლსკიმ გაუკეთა.
შეხვედრა ინიესტას გუნდმა 2:1 მოიგო.

ესპანელისთვის ეს იყო მესამე მატჩი იაპონიის ჩემპიონატში.