ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პირველი გოლი გაიტანა იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“.
34 წლის ფეხბურთელმა ზუსტი დარტყმა იაპონიის ჩემპიონატში „ჯუბილო ივატასთან“ მატჩის მე-15 წუთზე შეასრულა. ინიესტას საგოლე პასი გერმანელმა ვეტერანმა ლუკას პოდოლსკიმ გაუკეთა.
შეხვედრა ინიესტას გუნდმა 2:1 მოიგო.
ესპანელისთვის ეს იყო მესამე მატჩი იაპონიის ჩემპიონატში.