საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შესარჩევი ტურნირის მატჩებს ქუთაისში ჩაატარებს #1TVSPORT

22:10, 10.11.2026

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდს იწყებს. გუნდი თამაშებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს.

უმცროსი „ჯვაროსნები“ 11 და 17 ნოემბერს ავსტრიისა და ყაზახეთის თანატოლთა გუნდებს დაუპირისპირდებიან. მანამდე 17-წლამდელები მზადებას სფფ-ის ქუთაისის აკადემიის მოედანზე განაგრძობენ.

ქუთაისიდან ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-ის არხი შემოგთავაზებთ.

მატჩების განრიგი:

11 ნოემბერი, ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“

16:00 | საქართველო U17 – ავსტრია U17

17 ნოემბერი, ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“

16:00 | საქართველო U17 – ყაზახეთი U17

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ოთო გურიელი („დინამო თბილისი“);

მცველები: ნიკოლოზ კობზონაძე, გაბრიელ გოგუა, გიორგი აბულაძე, საბა მეტონიძე (ყველა – „დინამო თბილისი“), ანდრია ფოცხვერია, დემეტრე ჩხარტიშვილი (ორივე – „ინტერი“, თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი („ატლეტიკ სან ჟუსტი“, ესპანეთი);

ნახევარმცველები: ანდრია ოჩიგავა, დემეტრე ქურასბედიანი, გიორგი ღუნაშვილი, დავით მაჭარაშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჩიქოვანი (ორივე – „ინტერი“, თბილისი), ერეკლე კაკულია („სამტრედია“), დიმიტრი ბიჩინაშვილი („დინამოვეცი“, რუსეთი), ჯუმბერ დუმბაძე („გონიო“);

თავდამსხმელები: გური კაკაბაძე („რუსთავი“), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი“).

მსგავსი