ევროპის ჩემპიონატის შვიდი მატჩი, რომელიც 2021 წელს ლონდონში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის კულტურის, პრესისა და სპორტის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა.
„ძალიან ვიმედოვნებ, რომ ტურნირი ჩატარდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ვირუსს და მის არაპროგნოზირებად ხასიათს, არ შემიძლია მყარი გარანტიის გაცემა. გულშემატკივრები არ მოისურვებენ ტურნირის ჩატარებას, თუ ეს არ იქნება უსაფრთხო. ამ ზამთარს ისევ გადავაწყდებით ამ ავადმყოფობას. გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, ვიხელმძღვანელებთ ადამიანების ჯანმრთელობით“, – განაცხადა დაუდენმა.
ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე უნდა გაიმართოს ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ინგლისის ნაკრების მონაწილეობით, აგრეთვე, მერვედფინალი, ნახევარფინალები და ფინალი.