ინგლისის სუპერთასი „არსენალმა“ მოიგო
ინგლისის სუპერთასი „არსენალმა“ მოიგო

ინგლისში 2020-21 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშიც ჩემპიონი „ლივერპული“ თასის მფლობელ „არსენალს“ ხვდებოდა.

მატჩი „უემბლიზე“ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ იმართებოდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს: ანგარიში მე-12 წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა საკას პასით, მეორე ნახევარში კი გაათანაბრა შეცვლაზე შესულმა იაპონელმა ტაკუმი მინამინომ.

ძირითადი დროის შემდეგ, გუნდებმა პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს. „არსენალმა“ ხუთივე 11-მეტრიანი გაიტანა, „ლივერპული“ კი ბრიუსტერმა დააღალატა და საბოლოოდ, ინგლისის სუპერთასი „არსენალს“ დარჩა. ლონდონელებმა ეს პრიზი 2017 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეთექვსმეტედ მოიგეს.

 

არსენალი-ლივერპული                                                1:1 პენ. 5:4

გოლები: 1:0 ობამეიანგი (12), 1:1 მინამინო (73)

არსენალი: მარტინესი – ჰოლდინგი, დავიდ ლუიში, ტირნი (83. კოლაშინაცი) – ბელერინი (58. სოარეში), ელნენი, ჯაკა, მეიტლანდ-ნაილსი – საკა (82. უილოკი), ნკეტია (82. ნელსონი), ობამეიანგი.

ლივერპული: ალისონი – უილიამსი (59. მინამინო), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი – ვიინალდუმი (90+1. ბრიუსტერი), ფაბინიო, მილნერი (59. კეიტა) – სალაჰი, რობერტო ფირმინო (83. ჯონსი), მანე.