ოფიციალურად - „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი იქნება #1TVSPORT
ოფიციალურად - „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი იქნება #1TVSPORT

ინგლისურ „ლივერპულს“ მომდევნო სეზონიდან ნიდერლანდელი არნე სლოტი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

45 წლის სპეციალისტი გერმანელ იურგენ კლოპს შეცვლის, რომელმაც გუნდი 9-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ დატოვა.

არნე სლოტი „ფეიენოორდს“ უძღვებოდა. 2023 წელს მან როტერდამელებს ნიდერლანდების ჩემპიონატი მოაგებინა და წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. მიმდინარე სეზონში კი სლოტთან ერთად გუნდმა ქვეყნის თასი მოიპოვა.

სლოტი პირველი ნიდერლანდელი მწვრთნელი გახდება, რომელიც „ლივერპულს“ ჩაიბარებს. მოვალეობის შესრულებას ის ივლისის დასაწყისში შეუდგება.