ინგლისის პრემიერლიგა - III ტურის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგა - III ტურის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* არტეტამ გვარდიოლას წინააღმდეგ ექვსიდან ხუთი მატჩი წააგო.

* „არსენალს“ არც ერთი ზუსტი დარტყმა და 19 პროცენტი ბურთის ფლობა ჰქონდა. დარტყმების შეფარდება – 1:25.

* “არსენალმა” სეზონის სტარტზე 3-დან 3 მატჩი წააგო და გოლი არ გაუტანია. ასეთი სტარტი გუნდს1954 წლის შემდეგ არ ჰქონია.

* “არსენალის” მეკარე ბერნდ ლენომ პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

* ბრენტფორდელი აივენ ტონი უნიკალური მიღწევის ავტორია – “ასტონ ვილასთან” გატანილი გოლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ოთხივე პროფესიულ დივიზიონში (პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, I ლიგა, II ლიგა) მოახერხა თავის გამოჩენა.

* 2019 წლის შემდეგ “ლივერპულმა” და “ჩელსიმ” პირველად ითამაშეს ფრედ.

* ასპილიკუეტამ პრემიერლიგაში „ჩელსის“ რიგებში 300 მატჩი ჩაატარა. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ ტერის, ლემპარდსა და ჩეხს.

*  „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-20 პენალტი გამოიყენა.

* კლოპმა ზედიზედ მესამედ ვერ მოუგო ტუხელს.

* სონმა პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა. კორეელს 72 გოლი და 43 შედეგიანი პასი აქვს.

* პირველად პრემიერლიგის ისტორიაში, გათამაშების ცხრილში პირველია „ტოტენჰემი“, ბოლო ადგილზეა – „არსენალი“.

* სოლსკიაერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში მე-100 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.

* ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩატარებულ სამ მატჩში ჯერ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრეიერლიგაში ზედიზედ 28 გასვლითი მატჩია არ დამარცხებულა.

 

 

მან სიტი-არსენალი                              5:0

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (7), 2:0 ფერან ტორესი (12), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (43), 4:0 როდრი (53), 5:0 ფერან ტორესი (84)

 

ასტონ ვილა-ბრენტფორდი               1:1

გოლები: 0:1 ტონი (7), 1:1 ბუენდია (13)

 

ბრაიტონი-ევერტონი                          0:2

გოლები: 0:1 დ. გრეი (14), 0:2 კალვერტ-ლიუინი (57)

 

ნიუკასლი-საუთჰემპტონი                 2:2

გოლები: 1:0 კ. უილსონი (55), 1:1 ელიუნუსი (74), 2:1 სენ-მაქსიმინი (90+1), 2:2 უარდ-პროუსი (90+6-პენ)

 

ნორვიჩი-ლესტერი                              1:2

გოლები: 0:1 ვარდი (8), 1:1 პუკი (44-პენ), 1:2 ოლბრაიტონი (77)

 

ვესტ ჰემი-კრ. პალასი                          2:2

გოლები: 1:0 ფორნალსი (39), 1:1 გალაჰერი (58), 2:1 ანტონიო (68), 2:2 გალაჰერი (70)

 

ლივერპული-ჩელსი                            1:1

გოლები: 0:1 ჰავერტცი (22), 1:1 სალაჰი (45+5-პენ)

 

ბარნლი-ლიდსი                                    1:1

გოლები: 1:0 ვუდი (61), 1:1 ბემფორდი (86)

 

ტოტენჰემი-უოტფორდი                    1:0

გოლი: 1:0 სონი (42)

 

ვულვზი-მან იუნაიტედი                   0:1

გოლი: 0:1 გრინვუდი (80)

 

გათამაშების ცხრილი

  1. ტოტენჰემი – 9 ქულა (3 მატჩი)
  2. ვესტ ჰემი – 7 (3)
  3. მან იუნაიტედი – 7 (3)
  4. ლივერპული – 7 (3)
  5. ჩელსი – 7 (3)
  6. ევერტონი – 7 (3)
  7. მან სიტი – 6 (3)
  8. ბრაიტონი – 6 (3)
  9. ლესტერი – 6 (3)
  10. ბრენტფორდი – 5 (3)

 

ბომბარდირები

4 – მ. ანტონიო (ვესტ ჰემი)

3 – ბ. ფერნანდეში (მან იუნაიტედი)

3 – გრინვუდი (მან იუნაიტედი)

3 – კალვერტ-ლიუინი (ევერტონი).