დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოთქვა მზადყოფნა იმაზე, რომ ინგლისმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ყველა შეხვედრას უმასპინძლოს.
ამ მომენტისთვის, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილია ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩის ჩატარება, ასევე ერთი ნახევარფინალისა და ფინალის. მაგრამ ჯონსონი გამოვიდა წინადადებით – ქვეყანაში ჩატარდეს ევრო 2020-ის იმდენი შეხვედრა, რამდენსაც უეფა მოისურვებს:
„თუ ისინი მოისურვებენ ჩვენთან სხვა მატჩების ჩატარებას, ამისთვის აბსოლუტურად მზად ვართ“, – თქვა ჯონსონმა ინტერვიუში.
ევრო 2020 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ტურნირს ევროპის 12-მა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს.