ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის საქმეზე „TV პირველის“ ოპერატორი ზვიად სისაური გამოკითხვაზე დაიბარეს
ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის საქმეზე „TV პირველის“ ოპერატორი ზვიად სისაური გამოკითხვაზე დაიბარეს

ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის საქმეზე ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორი ზვიად სისაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„TV პირველის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში სისაური იმ პირთან ერთად ჩანს, ვინც გრიგოლიას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვა. ზვიად სისაური ის პირია, ვისაც წერილი აღნიშნულმა პიროვნებამ გადასცა.

თბილისის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ასევე, გამოკითხვაზე იმყოფება გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძე.

სამართალდამცავ უწყებაში მისვლა გრიგოლიას განცხადებას უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.