ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე, გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე, გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე, თბილისის მთავარ სამმართველოში გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი ლევან კირვალიძე დაიბარეს.

როგორც კირვალიძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, წერილი მამაკაცმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომელს 10 მაისს გადასცა, რის შემდეგაც კირვალიძემ აღნიშნული წერილი დაცვის წევრს გამოართვა და გრიგოლიას გადასცა.

„დღეს დამიბარეს დაკითხვაზე, რადგან დაცვისგან ეს წერილი ავიღე მე და გადავეცი ინგას. მე როგორც ვიცი, წლების განმავლობაში ახორციელებდა ზარებს ინგასთან ეს ადამიანი. წერილი დატოვეს 10 მაისს და მე ჩავიბარე 12 მაისს“, – განაცხადა კირვალიძემ.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცავ უწყებაში მისვლა გრიგოლიას განცხადებას უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.